ამერიკელი ანალიტიკოსის, არიელ კოენის შეფასებით, "ჭიკიLეაკს "-ის მიერ გავრცელებულმა აშშ-ის საიდუმლო მასალებმა დაადასტურეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისსა და ვაშინგტონს შორის "არანაირი შეთქმულება" არ ყოფილა.
"ეს მასალები ცხადად მიუთითებს, რომ რუსეთის პროპაგანდა, თითქოს პრეზიდენტ სააკაშვილსა და ბუშის ადმინისტრაციას შორის ომის დასაწყებად გარკვეული შეთქულება არსებობდა, არასწორი იყო და ის მხოლოდ პროპაგანდას წარმოადგენდა. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები დიპლომატებისგან, რომ საქართველოს ომი არ უნდოდა და არ ელოდა, თუ რუსეთი ვითარებას ამდენად გაამწვავებდა. პროვოკაციებს, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოდან მოყოლებული 2-3 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, რუსეთი უბიძგებდა", - აცხადებს ფონდ "ჰერითეჯის" წამყვანი ანალიტიკოსი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში არიელ კოენი.
ამასთან, ის ზოგადად, ინტერნეტგამოცემის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებაზეც აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ "ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოეპყრო ინფორმაციას".
"საიდუმლო ინფორმაციების გავრცელება დიდ ზიანს აყენებს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებსა და დიპლომატებს. მოკავშირეებს კი ნაკლებად განაწყობს ინფორმაციის გაზიარებისკენ", - აცხადებს ანალიტიკოსი.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტ გვერდ " WikiLeakს "-მა აშშ-ის საიდუმლო დიპლომატიური გზავნილები გამოაქვეყნა. საუბარია 250 ათას საიდუმლო მასალაზე მეტი დეპეშის და წერილების გავრცელებაზე.