ინტერნეტგვერდ "" WikiLeaks "-ის დამფუძნებელზე ძებნა ინტერპოლმა გამოაცხადა.
პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ავსტრალიელ ჯულიან ასანჯის დასაკავებლად ე.წ. წითელი უწყება უკვე გასცა. უწყების თანახმად, ინტერპოლის წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილი მის ქვეყანაში გამოჩენისთანავე დააპატიმროს.
ასაჯის დაკავების შემთხვევაში შვედეთში ექსტრადაცია ემუქრება, რადგან მისი დაპატიმრების შესახებ ორდენი სწორედ ამ ქვეყნის ინიციატივით გაიცა. აღსანიშნავია, რომ 39 წლის ასაჯის შვედი სამართალდამცველები სხვა დანაშაულისთვისაც ეძებენ. მას გაუპატიურებასა და ძალადობაში ედება ბრალი.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტ გვერდ "" WikiLeaks "-მა აშშ-ის საიდუმლო დიპლომატიური გზავნილები გამოაქვეყნა. საუბარია 250 ათას საიდუმლო მასალაზე მეტი დეპეშის და წერილების გავრცელებაზე.