ოფიციალური ვაშინგტონი ინტერნეტგვერდ " ჭიკიLეაკს"-ის მიერ აშშ-ს საიდუმლო დიპლომატიური გზავნილების გამოქვეყნებას "უპასუხისმგებლო" და "დაუფიქრებელ" ქმედებად აფასებს.
"ვაშინგტონში სინანული გამოვხატეთ იმის გამო, რომ საიდუმლო ინფორმაცია ასე საჯაროდ გამოქვეყნდა. მე ვღელავ, განსაკუთრებით, იმ ადამიანის უფლელებების დამცველებზე, რელიგიურ ლიდერებსა თუ სხვა პირებზე, რომელთა სახელებიც ტელეგრამებში ნახსენებია, ან რომელთა იდენტიფიცირებას შესაძლებელია. ეს ძალიან უპასუხისმგებლო და დაუფიქრებელი ქმედება იყო, რამაც რისკის ქვეშ დააყენა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე მთელს მსოფლიოში", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ყაზახეთში მიმდინარე ეუთოს სამიტზე, აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, "აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ცხადია - ის იმუშავებს მეზობელ და მოკავშირე სახელმწიფოებთან საერთო საფრთხეების დასაძლევად".
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტ გვერდ " ჭიკიLეაკს "-ის მიერ გამოქვეყნებულია 250 ათას საიდუმლო მასალაზე მეტი, დეპეშები და წერილები, რომლებსაც ამერიკული საელჩოები ვაშინგტონში აგზავნიდნენ.
" ჭიკიLეაკს "-სმა თავისი მასალები რიგ დასავლურ გამოცემებს მიაწოდა, რომლებმაც მათგან ამონარიდების გამოქვეყნება დაიწყეს. დოკუმენტებიდან ამონარიდებს აქვეყნებენ " თჰე Gუარდიან "-ი, " თჰე Nეწ Yორკ თიმეს "-ი, " შპიეგელ Oნლინე "-ი, " Eლ Pაის "-ი და " Lე Mონდე".