რუსეთის ფედერაცია მაღალტექნოლოგიური არმიის შესაქმნელად 20 ტრილიონ რუბლზე მეტის დახარჯვას აპირებს. ეს განცხადება დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ფედერალური საკრებულოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისივე თქმით, ამ სფეროში მოწინავე ტექნოლოგიების ძიებისათვის კი სპეციალური სტრუქტურა შეიქმნება.
"დღეს ჩვენს წინაშე ფუნდამენტალური ამოცანა დგას, რომელიც ახალი მაღალტექნოლოგიური მობილური არმიის შექმნას გულისხმობს - ჩვენ მივდივართ იმაზე¸რომ ამ მიზნებზე 20 ტრილიონ რუბლზე მეტი დავხარჯოთ", _ განაცხადა მედვედევმა.