პოლონეთის მმართველი პარტია "კანონი და სამართლიანობის" ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გადადგა. იტყობინება Associated Press-ი.
"გადადგომის შესახებ განცხადება გადავეცე პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისა და პრეზიდენტ ანდჟეი დუდას, როგორც ვიცი, მათ მიიღეს ჩემი გადადგომა", - თქვა კაჩინსკიმ.
გავრცელებული ცნობით, ვიცე-პრემიერის პოსტს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი ჩაიბარებს.
AP აღნიშნავს, რომ კაჩინსკის წასვლა მოსალოდნელი იყო. პოლონურ სააგენტო PAP-თან ინტერვიუში პოლიტიკოსმა თქვა, რომ ამას უფრო ადრე გეგმავდა, მაგრამ გადადგომა გადადო უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო.
კაჩინსკი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლონელ პოლიტიკოსად. 2006-2007 წლებში იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, 2011 წლიდან კი პოლონეთის სეიმის წევრია.
იაროსლავ კაჩინსკი საგანგებოდ მისთვის შემქნილ ვიცე-პრემიერის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა. კაჩინსკი არის ტრუპი ძმა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა, რომელიც 2010 წელს სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაიღუპა.