რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ფედერალურ საკრებულოს ყოველწლიური მოხსენებით დღეს მიმართავს. მედვედევის გამოსვლა კრემლში, 12:00 საათზეა დაგეგმილი. ეს განცხადება დუმის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა გააკეთა. მედევედევის გამოსვლას 330 რუსი და უცხოელი ჟურნალისტი გააშუქებს.
"ვთხოვ, ყველა დეპუტატი იყოს", _ განაცხადა გრიზლოვმა.
რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ყოველწლიურად მიმართავს ფედერალურ საკრებულოს. მიმართვაში ასახულია ქვეყნის მდგომარეობა და საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. ეს დოკუმენტი, არსებითად არის მოქმედების პროგრამა რუსეთის ხელისუფლებისა, რომელიც ახლო მომავალზეა გათვლილი.