მოლდოვის პარლამენტში ოთხი პოლიტიკური პარტია იქნება წარმოდგენილი. ყველაზე მეტ მანდატს მოლდოვის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვის ცენტრალური კომისია ავრცელებს.
ბიულეტენების 95 %-ის დამუშავების შემდეგ, რომლებიც ელექტრონული სახითაა წარმოდგენილი, ცესკომ განაცხადა, რომ ამომრჩევლებმა უპირატესობა მიანიჭეს მოლდოვის კომუნისტურ პარტიას და ამ პარტიას პარლამენტში 44 მანდატის იმედი შეიძლება ჰქონდეს. მოლდოვის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ 31 მანდატი მიიღო, მოლდოვის დემოკრატიულმა პარტიამ - 15 მანდატი, ლიბერალურმა პარტიამ კი - 11 მანდატი.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვანი საპარლამენტო არჩევნები 28 ნოემბერს ჩატარდა.