ხვალ, 30 ნოემბერს, ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმოამდგენლები ფესტივალს გამართავენ. ფესტივალი სახელწოდებით, "კახეთის ცის ქვეშ" თელავის კულტურის სახლში ჩატარდება.
ღონისძიებაში მონაწილე ეროვნული უმცირესობები თავიანთ სამზარეულოს წარმოადგენენ და ხელსაქმის ნიმუშებს კულტურის სახლის ფოიეში გამოფენენ. ფესტივალს ეროვნული უმცირესობების თვითშემოქმედებითი ჯგუფები კონცერტით დაასრულებენ.
ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ტარდება