სებ-ის პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მომავალი წლის შუაში დაუბრუნდება. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ბანკის პოლიტიკა სწორად არის ფოკუსირებული ინფლაციის მიზნობრივთან დაახლოებისკენ.
"ჩვენ გვაქვს ყოველგვარი მოლოდინი, რომ საგარეო ფაქტორების მილევის შემდგომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება მომავალი წლის შუაში. ჩვენი პროგნოზი ეფუძნება დღეისთვის არსებულ სიტუაციას. თუ შოკი არ გაჩნდა, რისი პროგნოზირებაც ახლა შეუძლებელია, ჩვენი პროგნოზია, რომ ინფლაცია მომავალი წლის შუაში მივა მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.