პარლამენტში დღეს ნათია თურნავას ელოდებიან. ყოფილ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, რადგან ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატააა წარდგენილი. როგორც ცნობილია, თურნავას კანდიდატურა პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტში მაისის ბოლოს შევიდა და საკითხი განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცა.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს.
ეროვნული ბანკის საბჭოში ორი ადგილი ვაკანტურია. საბჭო, რომელიც 9 წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი, ამჟამად 7 წევრისგან შედგება.