3 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9707 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.0076 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 3.69 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1890 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2163 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.73 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1800 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.7315 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 4 ივნისიდან შევა ძალაში.