თეირანი ჩრდილოეთ კორეისგან რაკეტების შესყიდვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
მოსკოვში ირანის ელჩის სეიედ მაჰმუდ რეზა საჯანის განცხადებით, ირანის პოტენციური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არ არსებობს იმის საჭიროება, რომ მან ჩრდილოეთ კორეის მომსახურებით ისარგებლოს.
"არ არ ვფლობ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის მიერ ირანში რაკეტების გაგზავნის შესახებ და ჩვენი თავდაცვის პოტენციური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საერთოდ არ არის არავითარი საჭიროება ჩრდილოეთ კორეის მომსახურებით ვისარგებლოთ", - აცხადებს ელჩი.
შეგახსენებთ, რომ გაზეთი " The New York Times "-ი ინტერნეტ გვერდ " WikiLeaks "-ის მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანმა ჩრდილოეთ კორეისგან რუსეთის თანამედროვე რაკეტის ანალოგით დამზადებული რაკეტების სერია შეიძინა, რომელთა ფრენის სიშორე საშუალება მისცემს ირანის ისლამურ რესპუბლიკას იერიში და დარტყმა მიიტანოს როგორც დასავლეთ ევროპის დედაქალაქებზე ისე მოსკოვზე.