ჩეხეთმა უკრაინის ეკონომიკის ექს-მინისტრ ბოგდან დანილიშინის შესაძლოა პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.
ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კარელ შვარცენბერგიმ უკრაინელ კოლეგა კონსტანტინ გრიშჩენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ბოგდან დანილიშინის პოლიტიკური თავშესაფრით უზრუნველყოფა და საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია. პოლიტიკა ამ პროცესებში არ ერევა. საკითხი ჩეხმა და უკრაინელმა სამართალდამცველება ჩეხეთის პროკურატურის დონეზე უნდა მოაგვარონ", - განუცხადა შვარცენბერგიმ ჟურნალისტებს.
თავის მხრივ, ამ საკითხზე კომენტარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა და ჩეხ კოლეგას დაეთანხმა იმაში, რომ "აღნიშნულ საკითხთან პოლიტიკას
კავშირი არ უნდა ჰქონდეს".
"ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც კანონს დაარღევს, უნდა იცოდეს, რომ ამისთვის პასუხისგებაში მიეცემა", - აღნიშნა გრიშჩენკომ.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის ექს-ეკონომიკის მინისტრ ბოგდან დანილიშინის ბრალი ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯავაში ედება, რითაც უკრაინის ხაზინამ მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო.