თურქეთმა გაეროს გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვს ქვეყნის საერთაშორისო დასახელება Türkiye-თი შეიცვალოს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ "ტვიტერში" წერს.
"პროცესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბრენდის პრესტიჟის გასაძლიერებლად, პრეზიდენტ ერდოღანის მეთაურობით წამოვიწყეთ, დასასრულს უახლოვდება. წერილში, რომელიც დღეს გაეროს გენერალურ მდივანს გავუგზავნეთ, ვარეგისტრირებთ გაეროში ჩვენი ქვეყნის სახელწოდებას უცხოურ ენებზე, როგორც Türkiye-ს", - წერს ჩავუშოღლუ.
ქვეყნის რებრენდინგთან დაკავშირებული ინიციატივა გასულ წელს წამოიჭრა. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის "საუკეთესოდ წარმოაჩენს და გამოხატავს თურქი ერის კულტურას, ცივილზაციასა და ღირებულებას".
ამ დროისთვის, თურქეთის დასახელება ინგლისურ ენაზე არის Turkey, რაც ასევე ინდაურს ნიშნავს.