ბათუმის ახალ ბულვარში ახალი ქანდაკება დაიდგა.
მობილური ქანდაკების სიგრძე 8 მეტრი, ხოლო სიმაღლე 6 მეტრია. მონუმენტი შავი მეტალისგან არის დამზადებული და მასზე დამუშავებული მხატვრული საღებავი და ანოდირებული სარკის ფირფიტებია გამოყენებული. ქანდაკების თითოეული ფირფიტა მექანიკურია და ის ქარის მიმართულებით მოძრაობს.
არქიტექტორმა თენგიზ სეფიაშვილმა კინეტიკურ ქანდაკებას "კომპოზიცია" უწოდა და მას "ნატვრის ჩიტის" დატვირთვა მისცა, თუმცა როგორც ქანდაკების ავტორი ამბობს, კინეტიკურ ქანდაკებას კონკრეტული სახელი არა აქვს და ნებისმიერ ადამიანს საკუთარ ასოციაციას უქმნის.
თენგიზ სეფიაშვილი მსოფლიოს 17 ქვეყანაში ქართული პავილიონების გაფორმების ავტორია. არქიტექტორი ლონდონში მსოფლიო კინეტიკის ფესტივალზე არის მიწვეული.