რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. კოლეგა მინისტრ მაქსიმ ღვინჯიას შეხვდა.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, "შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც საერთაშორისო არენაზე ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და ურთიერთქმედებას ეხება".
აღნიშნული შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.