ლიბერთიმ, ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სპეციალურად პატარებისთვის, ლოიალობის პროგრამა CashBack და VISA ერთად ტრადიციული აქცია „ქეშბექობანა“ დაიწყო.
აქციის ფარგლებში, ლიბერთის VISA ბარათის ნებისმიერ მფლობელს, შესაძლებლობა ექნება „ქეშბექობანაში“ მონაწილე მეგობარ ობიექტებში გადახდილი თანხიდან ყველაზე მაღალი -50%-მდე ქეშბექი მომენტალურად დაიბრუნოს ანგარიშზე. ლიბერთის ,,ახალი“ VISA ბარათის მფლობელები დამატებით 10% ქეშბექით ისარგებლებენ.
Cashback-ის აქციით სარგებლობა შემდეგ მეგობარ ობიექტებშია შესაძლებელი :
• 31 მაისი: მინისო 40% ქეშბექი
• 31 მაისი - 3 ივნისი: Retro Kids - 40% ქეშბექი
• 31 მაისი - 4 ივნისი: Baby Step - 40% ქეშბექი
• 31 მაისი - 4 ივნისი: GeGelato - 50% ქეშბექი
• 31 მაისი - 4 ივნისი: Lorelli - 40% ქეშბექი
• 31 მაისი - 4 ივნისი: Snacky - 50% ქეშბექი
• 31 მაისი - 4 ივნისი: სლაში (თბილისი) - 50%ქეშბექი
• 31 მაისი - 4 ივნისი: სლაში (ქუთაისი) - 50%ქეშბექი
• 31 მაისი - 4 ივნისი: სლაში (ბათუმი) - 50%ქეშბექი
• 1 ივნისი: მთაწმინდის პარკი - 50% ქეშბექი
• 1 ივნისი: ბაბალე - 50% ქეშბექი
• 1 ივნისი: პეპელას სათამაშოები - 40% ქეშბექი
• 1 ივნისი: XS სათამაშოები - 40% ქეშბექი
• 1 ივნისი: ბიბლუსი - 40% ქეშბექი
"ქეშბექობანა" - აქცია 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და აქციაში ჩართვა ლიბერთის ყველა იმ მომხმარებელს შეეძლება, ვინც გაიაქტიურებს სასურველ შეთავაზებას cashback.ge-ზე ან აპლიკაციაში, პატარებთან ერთად ესტუმრება მეგობარ ობიექტებს და ლიბერთის Visa ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე გადაიხდის.
აქციის ფარგლებში, თითოეულ მეგობარ ობიექტში, მომხმარებელი მაქსიმუმ 100 ლარის დაბრუნებას შეძლებს, ხოლო ლიბერთის „ახალი“ Visa ბარათით დაბრუნებული ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა დამატებით 100 ლარი იქნება. ქეშბექი ანგარიშზე გადახდისთანავე ბრუნდება და მომენტალურადაა ხელმისაწვდომი.
„ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ მარტივ, თანამედროვე და მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და შეთავაზებებს. ვიმედოვნებთ, ქეშბექის და მეგობარი ობიექტების ახალი, ერთობლივი აქცია, მომხმარებლებისთვის და მათი პატარებისთვის საინტერესო იქნება და კიდევ უფრო ბევრი ადამიანი მიიღებს მეტ სარგებელს ლიბერთის ბარათების, განსაკუთრებით კი „ახალი“ ბარათის უპირატესობებით.” – ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ამჟამად 400-მდე მეგობარ კომპანიას აერთიანებს.
დეტალურად: www.cashback.ge