მოლდოვას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კომუნისტებმა საბოლოოდ დაკარგეს შანსი უმრავლესობის მოპოვების, თუმცა, წინასწარი მონაცემებით ისინი ლიდერობენ.
მოლდოვას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების ნახევარზე მეტი დათვალა. ამ ეტაპზე კომუნისტებს ხმების 40 %-ზე მეტი აქვთ მოპოვებული. ამ შედეგით მოლდოვას 101 კაციან პარლამენტში კომუნისტებს 44 მანდატის მოპოვების შანსი აქვთ.
"ლიბერალ-დემოკრატიული", "დემოკრატიული" და "ლიბერალურ პარტიები, რომელიც მმართველ კოალიციას შეადგენენ, წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში 57 მანდატით წარსდგებიან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, არჩევნებზე მოლდოვის 59 % მივიდა.