სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5 პროცენტი შეადგინა.
2021 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 6.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.3 პროცენტი შეადგინა.
2021 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 22.7 პროცენტი შეადგინა (-3.7 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ჯგუფში - 17.3 პროცენტი (-3.9 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის ჯგუფში - 11.9 პროცენტი (-3.5 პროცენტული პუნქტი).
2021 წელს მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 7.4 პროცენტი შეადგინა.
2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით არ შეცვლილა და 0.37-ის ნიშნულზეა, ასევე არ შეცვლილა ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით და 0.39-ს შეადგენს. ჯინის კოეფიციენტი შემცირებულია მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით - 0.36-დან - 0.34-მდე, ხოლო მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით უცვლელია და შეადგენს 0.42-ს.