ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც აეროპორტის მუშაობა დროებით შეჩერდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "იატრ-ტასი" ავრცელებს.
როგორც ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ამერიკელმა ჯარისკაცებმა აეროპორტის თანამშრომელს ხასან ხილვასს მხოლოდ იმიტომ ესროლეს, რომ ავტონაქანით საგუშაგოს დიდი სიჩქარით უახლოვდებოდა.
არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცებმა აეროპორტის თანამშრომელს მანქანის გაჩერება მოსთხოვეს, რასაც იგი არ დაემორჩილა, რის შემდეგაც მას ცეცლი გაუხსნენ.
მიმდინარეობს გამოძიება.