კონფიდენციალური დიპლომატიური მიმოწერა, რომელიც ორგანიზაცია "WikiLeaks " ჩაურდა ხელში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატებს შორის ანტისილამურ განცხადებებს შეიცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" გაზეთ ''"Sunday Times " დაყრდნობით ავრცელებს. გაზეთი აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის ხელისუფლების წყაროზე დაყრდნობით წერს.
მათი ინფორმაციით, მასალების გამოქვეყნებამ შეიძლება მუსლიმანურ ქვეყნებში ამერიკისა და ბრიტანეთის მოქალქების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეუქმას.
გარდა ამისა, მასალები შეიცავს "არასასიამოვნო განცხადებებს" მოკავშირე ქვეყნების მხრიდან ისლამური სამყაროს მიმართ.
"დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება შეშფოთებულია, რომ ბრიტანელები, რომლებიც პაკისტანში, ერაყში, ირანში და სხვა ისლამურ ქვეყნებში იმყოფებიან, შესაძლებელია ძალადობის მსხვერპლები გახდნენ, დიპლომატების მიერ მასალებში გამოთქმული ანტიისლამური შეხედურების გამო", - წერს Sunday Times.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია "WikiLeaks" ხელში ამერიკის შერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო მასალები ჩაუვარდა, რომლის გამოქვეყნებასაც ორგანიზაცია უახლოეს დღეებში აპირებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა "WikiLeaks" მასალების გამოქვეყნებისგან თავის შეკავება და მათი უკან დაბრუნება სთხოვა, რადგან მისი გასაjაროების შემთხვევაში შეიძლება ბევრ ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგეს.
საიდუმლო მასალებში ძირითადად დიპლომატიური ჩანაწერები შედის.