საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სებ-ის საბჭოს წევრად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის ნათია თურნავას კანდიდატურა წარადგინა.
როგორც პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, აღნიშნულ საკითხზე წამყვანი კომიტეტი იქნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ხოლო სავალდებულო დასკვნა დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა უნდა წარმოადგინოს.
ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიხედვით, სებ-ის საბჭო 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს. ამჟამად საბჭოში 7 წევრია, შესაბამისად ორი პოზიცია ვაკანტურია.
ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2019 წლის აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე იკავებდა.