დაღესტანში, ყიზლარის რაიონში მომხდარი შეტაკებისას ორი ბოევიკი დაიღუპა.
ამის შესახებ "ინტერფაქსი" ინფორმაციას რაიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"კვირას, ნაშუადღევს სოფელ სერებრიაჯოვკასთან აღმოჩენილი იქნა რამდენიმე დაუდგენელი პირი, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებით. მას შემდეგ კი, რაც სამართალდამცველებმა მათ იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს, შეიარაღებულმა პირებამ ცეცხლი გახსნენ", - აცხადებენ ადგილობრივი სამართადამცველები.
მათივე ინფორმაციით, ორმხრივი ცეცხლის შედეგად ორი ე.წ. ბოევიკი დაიღუპა.
სამართლადამცველების მხრიდან მსხვერპლის არსებობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.