სამხრეთ კორეამ და აშშ-მ კორეის დასავლეთ სანაპიროზე დღეს ფართომასშტაბიანი სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყეს. წვრთნებში 10 სამხედრო გემი მონაწილეობს.
ამასთან, წვრთნების დაწყებამდე ფხენიანი მოკავშირეებს დაემუქრა, რომ მასშტაბური ძალების დემონსტრირების შემთხვევაში საზღვაო ომის დაწყებას არ გამორიცხავს.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, საზღვაო წვრთნები დღეს, 06:00 საათზე დაიწყო, რომელშიც "ჯორჯ ვაშინგტონის" სახელობის ავიაციაც მონაწილებს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკამ და სამხრეთ კორეამ საზღვაო-სამხედრო წვრთნები მას შემდეგ დაიწყეს, რაც კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან სამხრეთ კორეის კუნძულ იონპხიონდოსა და ყვითელი ზღვაზე რამდენიმე დღის წინ შეტაკება მოხდა.