ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებაზე მოლაპარაკებების სასწრაფოდ დაწყებას ითხოვს.
ოფიციალური პეკინი ექსვმხრივი მოლაპარაკებების დაწყების დროდ დეკემბერს ასახელებს.
მოლაპარაკებებში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, რუსეთი, აშშ, ჩინეთი და იაპონია არიან ჩართულები.
როგორც ოფიციალური სეული აცხადებს, მას არ აწყობს მოლაპარაკებების დაწყება, თუ მას ფორმალური ხასიათი მიეცემა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების პროცესი რეალურად არ დაიწყება.
"ჩინურმა მხარემ სიფრთხილის შეისწავლა საქმე. საგანგებო ექსვმხრივი კონსულტაცია აუცილებელია დაიწყოს, რათა სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის მდგომარეობა უფრო არ გართულდეს", - განაცხადა ჩინეთი ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვუ დავეიმ.
როგორც ის განმარტავს, ეს მოლაპარაკებები ფორმალობის გამო არ განახლდება.
მოლაპარაკებებზე განხილული იქნება ფხენიანსა და სეულს შორის ურთიერთობის მოგვარების საკითხიც.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის სიტუაცია დაიძაბა. ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის ერთ-ერთ კუნძულზე საარტილერიო დარტყმა მოახდინა. დარტყმის შედეგად სამოქალაქო და სამხედრო პირები დაიღუპნენ.