პარიზთან ახლოს, ერთ-ერთ მდიდრულ ვილაში, ადგილობრივმა პოლიციამ 111 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა. აღმოჩენილი ნარკოტიკული რაოდენობის მთლიანი ღირებულება 9.3 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ფაქტზე დაკავებულები არიან, ორი ფრანგი, ერთი ვენესუელელი და ერთი ირანელი ნარკოდილერი.
როგორც ჩNN იუწყება, ფეშენებელურ ბინაში დამონტაჟებულმა ვიდეო თვალმა დააფიქსირა ათობით ჩანთა, რომლებშიც დაფასოებული კოკაინის ფუთების დიდი რაოდენობა იყო.
ბინა ეკუთვნის ერთ-ერთ საიდის არაბულ ოჯახს.