თვითმფრინავი "ილ-76", რომელმაც პაკისტანში ქალაქ ყარჩაში ავაიკატასტროფა განიცადა, ქართული ავიაკომპანია "Sunway Airlines Aირლინეს" კუთვნილება იყო.
ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, თვითმფრინავში ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა, აქედან ერთი რუსეთის ფედერაციის, ხოლო შვიდი უკრაინის მოქალაქ იყო. ისინი ავიაკატასტროფის დროს დაიღუპნენ.
აფრენიდან ორ წუთში "ილ-76", რომელსაც არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან სუდანში ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა, აეროპორტთან მშენებარე სახლს შეეჯახა. შეჯახებისას 6 პაკისტანელიც დაიღუპა.