სვანეთის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია
ძლიერი წვიმების შედეგად ხაიში მესტიის მაგისტრალის 25-ე კილომეტრზე დიდი ლოდებია ჩამოვარდნილი.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, თუმცა გზის გასაწმენდად ლოდების აფეთქებაა საჭირო.
სვანეთისკენ გადაადგილება მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. გზაზე მანქანები დგანან და გზის გაწმენდას ელოდებიან.
მოძრაობის აღდგენა სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი.