ჭიათურაში აქცია _ "ჯანმრთელი მძღოლი-უსაფრთხო მგზავრობა" ჩატარდება.
აქცია, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირებია, ჭიათურის ავტოსადგურში ჩატარდება.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციის ფარგლებში პროფკავშირები ჭიათურაში ჩაიყვანენ ექიმს, რომელიც მძღოლების ჯანმრთელობას შეამოწმებს.
პროფკავშირები მოითხოვს, ექიმის მომსახურება და მძღოლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კანონით სავალდებულო გახდეს.
ამავე ღონისძიების ფარგლებში პროფკავშირები ჭიათურის ავტოსადგურის ხელმძღვანელებთან მემორანდუმს გააფორმებს.
ანალოგიური აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი.