მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ამის შესახებ "იტარ-ტასი" ინფორმაციას მოლდოვას საარჩევნო კომისიის მდივანზე იური ჩოკან შტირბუს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, 2037 საარჩვენო უბანი, ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე გაიხსნა, ხოლო არჩევნებზე წესრიგის დასაცვად 4 ათასი სამართალდამცველია მობილიზებული, ასევე ბიულეტინების გადატანის უსაფრთხოების მიზნით შსს-ს სატრანსპორტო საშუალებებიც მობილიზებულია.
ამასთან, საზღვარგარეთის ქვეყნებში 75 საარჩევნო უბანია გახსნილი, რადგან სამუშაოს საძებნელად ქვეყნიდან 2.6 მილიონი ადამიანია გასული.
მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს, დსთ-ს და ევროკავშირის 2,3 ათასი დამკვირვებელი ადევნებს თვალყურს. არჩევნების წინასწარი შედეგები ორშაბათს, 29 ნოემბერს გახდება ცნობილი.
საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურება. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ ამომრჩევლის საერთო რაოდენობის, რომელიც 2, 649 მილიონიდან 30%-ია, მიიღებს მონაწილებას.
არჩევნებში 20 პოლიტიკური პარტია და მოძრაობა, ასევე 19 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილებს, რომლებიც 101 საარჩევნო მანდატისთვის იბრძვიან.