უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
„პროცესი ნამდვილად დაპაუზებულია, რატომ? რამდენიმე მიზეზი არსებობს. რუსეთი არ დემონსტრირებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და მისი უკიდურესად უარყოფითი როლის გაგებას.
მეორეც, რუსეთს არ ესმის, რომ ომი აღარ მიდის მისი წესებით, გრაფიკითა და გეგმით. უკრაინის წინააღმდეგობა და პროფესიონალური წინააღმდეგობა იზრდება. ამიტომ რუსეთი თავის მიზნებს ვერ მიაღწევს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკმა მესამე მიზეზად დაასახელა ის, რომ რუსეთი უარს არ ამბობს შიდა ბაზარზე პროპაგანდისტულ ზეწოლაზე და ამიტომაც პოლიტიკურ ელიტას ეშინია სიმართლის თქმის - კერძოდ, ის, რომ დღეს ომიდან უნდა გამოვიდნენ „სულ სხვა პირობებით, ვიდრე დასაწყისში იყო ნათქვამი“. ამიტომ პოდოლიაკის თქმით, რუსეთს ურჩევნია მოლაპარაკებები გამოიყენოს როგორც პროპაგანდის ელემენტი მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის.
„ჩემი აზრით, რუსეთის სტრატეგიული მიზანი ასეთია: ყველაფერი ან არაფერი. ამიტომ აზრი არ აქვს ხელი შევუშალოთ ამ იმპერიის დაცემას. დღეს საუბარი საერთოდ არ არის მოლაპარაკებათა პროცესიდან უკრაინის დელეგაციის გასვლაზე ან არგასვალზე, არამედ საუბარია ამ ეტაპზე მხოლოდ მის მიზანშეწონილობასა და კონკრეტიკაზე. იქნება კონკრეტიკა - გაგრძელდება პოლიტიკური მოლაპარაკებები,“ - დასძინა პოდოლიაკმა.