ცოტა ხნის წინ, ფინეთის პარლამენტში დასრულდა ისტორიული კენჭისყრა, სადაც ფინელი კანონმდებლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ნატოში გაწევრიანების წინადადებას.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების წინადადებას [200-დან] 188 დეპუტატი მიემხრო, 8 - წინააღდეგ წავიდა.
პარლამენტმა გადაწყვეტილება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშზე დაყრდნობით მიიღო. საკითხის გადაწყვეტას წინ უძღვოდა ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის განცხადება, სადაც მათ მხარი დაუჭირეს ნატოში ინტეგრაციას.
რამდენიმე საათით ადრე, ცნობილი გახდა, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ ხელი მოაწერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების განაცხადს.
მოელიან, რომ ფინეთი და შვედეთი განაცხადებს ბრიუსელში ერთდროულად წარადგენენ.
ნატოში გაწევრიანებისთვის მისი ყველა, 30-ვე წევრის თანხმობაა საჭირო. ამ დროისთვის, თურქეთი აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს სკანდინავიური ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას.