უკრაინის სახმედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი Sky News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთთან ომი აგვისტოს შუა რიცხვებში გარდამტეხ წერტილს მიაღწევს და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
ბუდანოვის თქმით, რუსეთში ვლადიმერ პუტინის გადაყენების მიზნით გადატრიალება უკვე მიმდინარეობს და რუსეთის ლიდერი მძიმედ არის დაავადებული კიბოთი.
"გარდამტეხი წერტილი იქნება აგვისტოს მეორე ნახევარში. აქტიური საბრძოლო მოქმედებების უმეტესობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. შედეგად, ჩვენ აღვადგენთ უკრაინის ძალაუფლებას ჩვენს ყველა ტერიტორიაზე, რომელიც დავკარგეთ, მათ შორის არის დონბასი და ყირიმი“, - თქვა მან.
მისი თქმით, ომში რუსეთის წარუმატებლობა არ გაკვირვებია.
"ჩვენ ყველაფერი ვიცით ჩვენი მტრის შესახებ. ჩვენ ვიცით მათი გეგმების შესახებ თითქმის მაშინვე, როცა ისინი იწყებენ მზადებას. ევროპა რუსეთს განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს. მათ ეშინიათ რუსეთის აგრესიის. ჩვენ რუსეთს რვა წელია ვებრძვით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საყოველთაოდ ცნობილი რუსეთის ძლევამოსილება მითია. ის არ არის ძლევამოსილი, ეს არის უბრალოდ იარაღის მქონე ხალხის ურდო", - თქვა მან.