ავღანეთში ორი ტერორისტ-თვითმკვლელის მიერ მოწყობილ ტერაქტს 12 პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. დღეს ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია პაქტიკას ქალაქ შარანში ორმა ტერორისტმა-თვითმკვლელმა პოლიციის უსაფრთხოების ძალების შტაბის შენობა ააფეთქა აფეთქების შედეგად დაღუპულია, როგორც ორივე ტერორისტი ასევე 12 პოლიციელი, დაჭრილია 16 სამართალდამცავი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის სარდლობის წარმომადგენელი გენერალი დაუდ ანდარაბი ავრცელებს.
ყველა დაჭრილი ნატოს სამხედრო ბაზის სამედიცინო ნაწილშია გადაყვანილი.