გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიესალმა ფინეთის ლიდერების განცხადებას ნატოში გაწევრიანების შესახებ და ჰელსინკის ბერლინის სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ოლაფ შოლცის განცხადებით, ის ტელეფონით ესაუბრა ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს და გერმანიის სრულ მხარდაჭერაში დაარწმუნა.
"მივესალმები ფინეთის გადაწყვეტილებას, ნატოში ქვეყნის დაუყონებლივ გაწევრიანების თაობაზე. პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან სატელეფონო საუბრისას, ფინეთი გერმანიის მთავრობის სრულ მხარდაჭერაში დავარწმუნე", - თქვა შოლცმა.
ფინეთის პრეზიდენტმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ოლაფ შოლცს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის.
ამავდროულად, ჰელსინკის სურვილს ალიანსში გაწევრიანების თაობაზე, მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
"საფრანგეთის პრეზიდენტმა ფინეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს ფინეთის სუვერენულ არჩევანს სწრაფად გაწევრიანდეს ნატოში", - ნათქვამია ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერეის სატელეფონო საუბარს მოჰყვა.
შეგახსენებთ, 12 მაისს, ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მხარი დაუჭირეს ქვეყნის ნატოში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას.