რუსეთის ქცევა უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ არის ყველაზე დიდი საფრთხე გლობალური სტაბილურობისთვის, განაცხადა ხუთშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც იაპონიაში ვიზიტით იმყოფება.
ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტოკიოში იმყოფებიან, სადაც ევროკავშირი-იაპონიის 28-ე სამიტი იმართება.
"რუსეთი არის ყველაზე დიდი პირდაპირი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის, რომელიც განპირობებულია უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომით, მისი ჩინეთთან შემაშფოთებელი შეთანხმებით და მოსკოვისა და პეკინის მოწოდებით, რომელიც ახალ, თვითნებურ საერთაშორისო ურთიერთობებს გულისხმობს", - განუცხადა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს იაპონიის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ.
იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არღვევს საფუძველს, რომელზეც მთელი საერთაშორისო წესრიგი დგას, არამხოლოდ ევროპის, არამედ აზიისაც და ეს ვერასოდეს იქნება შეწყნარებული.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, იაპონიამ და ევროკავშირმა დააწესეს რუსეთის წინააღმდეგ მთელი რიგი სანქციებისა, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი ოჯახის წევრების აქტივების გაყინვა.