რუსმა სამხედროებმა კიევის გარეუბანში ორი მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს.
გავრცელებული ცნობით, რუსმა სამხედროებმა მშვიდობიან მოქალაქეები 16 მარტს მოკლეს. CNN-ის ინფორმაციით, 5 რუსი სამხედრო ავტოსალონში შეჭრას ცდილობდა, რა დროსაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე მათ ხელებაწეული მიუახლოვდა, ოკუპანტებმა ისინი გაჩხრიკეს და შემდეგ გაუშვეს. მოგვიანებით კი ვერაგულად ზურგში ესროლეს.
შემაძრწუნებელი შემთხვევის კადრები, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული ტელეარხმა CNN-მოიპოვა.
CNN опубликовало видео, на котором российские солдаты стреляют в спину мирным украинским жителям. pic.twitter.com/zxB0Hwcrhp
აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აღძრულია საქმე, როგორც ომის დანაშაული.
CNN-მა მსხვერპლთა ვინაობა დაადგინა. ერთ-ერთი დაღუპული ავტოსალონის მფლობელია, რომლის ოჯახმა ვინაობის გამხელა არ ისურვა. მეორე დაღუპული ლეონიდ პლიაცია, 68 წლის კაცი, რომელიც ავტოსალონის დარაჯად მუშაობდა.
ლეონიდ პლიაცის ქალიშვილი იულია CNN-თან საუბრისას ამბობს, რომ ვერ უყურა მამის დახვრეტის კადრებს, თუმცა საგულდაგულოდ ინახავს მას, რათა ერთ დღესაც შვილებს აჩვენოს, რომ არ დაივიწყონ „რა ველურები იყვნენ დამპყრობლები“.