ბელგია ყინულის ფესტივალს მასპინძლობს.
ორგანიზატორები დამთვალიერებლებს წელს მსოფლიოს 20 ქვეყანაში მოგზაურობას სთავაზობენ. სტუმრებს ერთდროულად ყინულისგან შექმნილი პარიზის ტრიუმფალური თაღის, მოსკოვის კრემლისა და ეგვიპტის სფინგსის ნახვა შეუძლიათ.
ფესტივალზე ჰოლივუდის ყინულისგან გაკეთებული ვარსკვლავების იქნება წარმოდგენილი, მათ შორის მერლინ მონრო, ელვის სპრესლი და მაიკლ ჯექსონი.
ფესტივალში 30 მოქანდაკე მონაწილეობს. მათ 74 ქანდაკების დამზადება, რისთვისაც სულ 300 ტონა ყინული და 400 ტონა თოვლი გამოიყენეს, ერთი თვის წინ დაიწყეს.
ფესტივალი ბელგიის ქალაქ ბრუგეში უკვე მე-10 წელია იმართება. ის უკვე გაიხსნა და 16 იანვრამდე გაგრძელდება.