მექსიკაში ნარკოტიკული ნივთიერების "სამალავი" გვირაბი აღმოაჩინეს.
სპეცოპერაცია მექსიკელმა სამართალდამცველებმა შეერთებული შტატების სპეცსამსახურებთან ერთად ჩაატარეს.
ამოღებულია 3 ტონაზე მეტი მარიხუანა, რომლის საერთო ღირებულებაც 25 მილიონ დოლარს შეადგენს.
8 კილომეტრიანი გვირაბი მექსიკას სამხრეთ კალიფორნიასთან აკავშირებდა და მას ნარკორეალიზატორები ნარკოტიკული ნივთიერებების გადასატანად იყენებდნენ.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა გვირაბი ამერიკა-მექსიკის საზღვართან სამი კვირის წინაც აღმოაჩინეს. მასში 30 ტონა მარიხუანა ინახებოდა.