ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ტუჩზე 12 ნაკერი დაადეს.
ბარაკ ობამამ სახე კალათბურთის თამაშის დროს დაიზიანა. ტრამვირებული პრეზიდენტის ფოტოებს სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
ინციდენტი ვაშინგტონის სამხედრო ბაზაზე მოხდა. საკალათბურთო მატჩში პრეზიდენტის მრჩევლები და ნათესავები მონაწილეობდნენ. ისინი იქ "ვიქენდის" გასატარებლად ჩავიდნენ.
ბარაკ ობამას პირველადი სამედიცინო დახმარება თეთრი სახლის მედკაბინეტში აღმოუჩინეს.