თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით ქვეყანა უფრო ლიბერალურ და დემოკრატიულ კონსტიტუციას შექმნის.
პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება, ანკარაში, სახელმწიფო საბჭოს (Danıştay) 154-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
„ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ მთლიანად გადავარჩინოთ ჩვენი ერი გადატრიალების (ხუნტის) კონსტიტუციისგან. ჩვენ შევქმნით უფრო ლიბერალურ და დემოკრატიულ კონსტიტუციას. ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველა ძირითადი კანონი განვაახლეთ ისე, რომ გავაფართოვეთ დემოკრატიისა და თავისუფლების სფერო. იმედი მაქვს, რომ სასამართლო სისტემას ჩვენი ინიციატივებით უფრო წინ წავიყვანთ“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.