ბრაზილიაში სააგენტო "როიტერის" ჟურნალისტი დაიჭრა. ინციდენტი რიო დეჟანეოროში, დამნაშავეების წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციისას მოხდა.
სააგენტოს რეპორტიორმა ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიით, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მიიღო.
ის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რიო დეჟანეიროში ნარკოტრაფიკების წინააღმდეგ სამართალდამცველების სპეცოპერაცია უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დაღუპულია 31 ადამიანი.