გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
"დიახ, გერმანია აწვდის უკრაინას შეიარაღების დიდ პარტიებს, ისევე, როგორც ყველა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ჩვენ კონფლიქტის ზონებში იარაღი მრავალი წლის განმავლობაში არ მიგვიწოდებია. მაგრამ პუტინმა სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა", - განაცხადა კანცლერმა.
შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ევროპაში მშვიდობა საფრთხის ქვეშ დააყენა.
"და ეს მას არ გამოუვა. აი, რატომ ვეხმარებით უკრაინას", - აღნიშნა შოლცმა.
კანცლერმა განაცხადა, რომ პუტინმა უარი თქვა ევროპაში საზღვრების ურღვევობის პრინციპზე რუსეთის იმპერიის თავისი რევანშისტული პროექტისთვის. "ამის მიღება იქნებოდა აგრესორის წახალისება მის დანაშაულებრივ საქმიანობაში", - აღნიშნა შოლცმა.
კანცლერის თქმით, გერმანია მომავალშიც დაეხმარება უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.