დღეს, 27 ნოემბერს, ბათუმში, სადისკუსიო კლუბ პრესკაფეში, საჯარო შეხვედრა გაიმართება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ფრანსუა მასულიე ისაუბრებს თემაზე - "ევროკავშირი და საქართველო". საქართველოში ევროკავშირის წარმოადგენლობის პროგრამის მენეჯერი ოლივერ რაისნერი, წაიკითხავს ლექციას "სამოქალაქო საზოგადოება".
შეხვედრის მოდერატორი იქნება ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.
პრესკაფეს პრეზენტაცია 26 ნოემბერს გაიმართა.
კაფეში გაიმართება დისკუსიები და დებატები სხვადასხვა თემაზე. სადისკუსიო კლუბი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს: გაიმართება გამოფენები; ახალი წიგნების პრეზენტაციები; ლიტერატურული საღამოები; მოეწყობა ფილმების ჩვენება და განხილვა; ჩატარდება საჯარო ლექციები. დილიდან გვიან საღამომდე იმუშავებს სამზარეულო. შესვლა თავისუფალი იქნება.