უკრაინის გაწევრიანებამ ნატოში შესაძლოა ევროპის კონტინენტზე ძალთა ბალანსი დაარღვიოს. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
"უკრაინის ნატოს წევრობასთან დაკავშირებით ყოველთვის მარტივი პოზიცია გვქონდა: ეს დაარღვევდა ევროპის უსაფრთხოების სივრცეს, რაც ჩვენთვის მგრძნობიარე საკითხია", _ განაცხადა მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ იანუკოვიჩთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ სავსებით იწონებს უკრაინის დღევანდელ კურსს, რომელიც ბლოკის გარეშე თანამშრომლობას გულისხმობს.
"ის, რომ უკრაინა დღეს გამომდინარეობს ბლოკისგარეშე თანამშრომლობიდან, აბსოლუტურად გამართლებულად მესახება", _ განაცხადა მედვედევმა.