ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში რუსეთის მოქალაქე თევოს კანდელიანი დააკავეს. 30 წლის კანდელიანი აფხაზეთის ტერიტორიაზე გამშვებ პუნქტ "ფსოუს" გავლით მოხვდა, შემდეგ კი ზუგდიდის რაიონში გადავიდა.
დაკავებულს 20 გრ "ჰეროინი" აღმოაჩნდა. გამოძიება რუსეთის მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით წარმოებს.