პოლონეთმა უკრაინას 200 ერთეული T-72 ტიპის ტანკი გადასცა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული სამხედრო დახმარებით უკრაინული არმიის ორი სატანკო ბრიგადა აღიჭურვება.
ამასთან, პოლონეთმა უკრაინას ასევე გადასცა რამდენიმე ათეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა.
საერთო ჯამში ვარშავამ კიევს 7 მილიარდი ზლოტის (1.5 მლრდ ევრო) ღირებულების აღჭურვილობა გადასცა, მათ შორის 2S1 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "გრადი" და რაკეტები MiG-29 და Su-27 ტიპის თვითმფრინავებისთვის.