რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ფედერალურ საკრებულოს ყოველწლიური მოხსენებით 30 ნოემბერს მიმართავს, კრემლში, 12:00 საათზე მიმართავს. ეს განცხადება დღეს დუმის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა გააკეთა.
"ვთხოვ, ყველა დეპუტატი იყოს", _ განაცხადა გრიზლოვმა.
რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ყოველწლიურად მიმართავს ფედერალურ საკრებულოს. მიმართვაში ასახულია ქვეყნის მდგომარეობა და საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. ეს დოკუმენტი, არსებითად არის მოქმედების პროგრამა რუსეთის ხელისუფლებისა, რომელიც ახლო მომავალზეა გათვლილი.
მასალის გამოყენების პირობები