უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფირმაციით, უკრაინის დამცველების მიერ 931 დასახლებული პუნქტი უკვე დეოკუპირებულია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"ეს ომი უკრაინისთვის სახალხოდ იქცა და აჩვენა, რომ მთელ ჩვენ ტერიტორიაზე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე - უკრაინული იდეა ერთნაირად ძლიერია, სახალხოა. დღევანდელი მონაცემებით, მოვახერხეთ უკვე 931 დასახლებული პუნტქის დეოკუპაცია. ჯერ კიდევ ბევრი ქალაქი და თემი იმყოფება რუსული არმიის დროებითი კონტროლის ქვეშ. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, ეს მხოლოდ დროის საკითხია, როდესაც გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთს შეუძლია ომისთვის დახარჯოს კოლოსალური რესურსები, თავის ხალხს წაართვას ყველაფერი, რაც თავად რუსეთს განავითარებდა და ეს პოტენციალი მიმართოს მეზობელი ხალხის სიცოცხლის განადგურებისკენ.
"მაგრამ ისტორიის გაკვეთილები კარგად არის ცნობილი. თუ აპირებ ააშენო ათასწლოვანი რეიხი - წააგებ, თუ აპირებ მეზობლების განადგურებას - წააგებ, თუ გსურს აღადგინო ძველი იმპერია - წააგებ, თუ წახვალ უკრაინელების წინააღმდეგ - წააგებ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.