რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინისა და დასავლეთის სპეცსამსახურებს რუსი ჟურნალისტების, მათ შორის ცნობილი პროპაგანდისტის ვლადიმირ სოლოვიოვოს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, რუსმა სამართალდამცავებმა აღკვეთეს ტერორისტული დაჯგუფების საქმიანობა, რომელიც ამზადებდა ცნობილი რუსი ჟურნალისტების ლიკვიდაციას.
პუტინმა განაცხადა, რომ "თავდასხმები" კიევიდან და დასავლეთიდან გაცემული ბრძანებით მზადდებოდა.
"დღეს დილით უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა შეაჩერა ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა, რომელიც გეგმავდა ცნობილ რუს ჟურნალისტზე თავდასხმას და მოკვლას“, - განაცხადა პუტინმა რუსეთის გენერალური პროკურატურის საბჭოს სხდომაზე.
რა თქმა უნდა, ახლა ამას უარყოფენ, მაგრამ ფაქტები და მტკიცებულებები უდავოა", - დასძინა პუტინმა.
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურში განაცხადეს, რომ "ნაციონალისტური" დაჯგუფების წევრების ჩხრეკისას ამოიღეს "მოლოტოვის კოქტეილები", მაკაროვის ტიპის პისტოლეტები, ვაზნები და უკრაინული პასპორტები ამოიღეს.